აფეთქებების სერია

ბარაკ ობამას ვიზიტის შემდეგ ქაბულში აფეთქებების სერია განხორციელდა

აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე საათში, ქაბულში აფეთქებების სერია მოხდა. წინასწარი ინფორმაციით დაღუპულია 6 და დაჭრილია 15 მდე ადამიანი.

უცხოური მედიასაშუალებების ცნობით, აფეთქებები იმ შენობასთან ახლოს მოხდა, სადაც ავღანეთში მომუშავე გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები ცხოვრობენ. აფეთქებების სერიიდან ერთ-ერთი ინციდენტი, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელდა, რომელმაც მანქანაში თავი აიფეთქა.

სააგენტო Associated Press –ის გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ,,თალიბანის’’ დაჯგუფებამ აიღო და ერთ-ერთი მოჯაჰედის თქმით, ,,ეს იყო თალიბების რეაქცია ობამას ავღანეთში ვიზიტზე.’’

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ავღანეთს 1 მაისს, გვიან ღამით ესტუმრა. ბარაკ ობამამ ვიზიტის ფარგლებში ავღანეთის პრეზიდენტთან ერთად, ხელი მოაწერა შეთანხმებას, ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.  

 

კომენტარები