საქართველო-გერმანია

გერმანია საქართველოში არჩევნების მხარდაჭერისთვის 52 000 ევროს გამოყოფს

გერმანია საქართველოში დაგეგმილი მომავალი არჩევნების მხარდაჭერისთვის 52 000 ევროს გამოყოფს. საქართველოში ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოში აცხადებენ, რომ საქართველოსათვის ფინასნსური დახმარების გამოყოფით გერმანია მხარს უჭერს ევროსაბჭოს პროგრამას, რომლის მიზანია საქართველოში მომავალი საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნების ხელშეწყობა.

გერმანიის მიერ გამოყოფილი თანხა, პირველ რიგში, იმ ამომრჩეველთა ინფორმირების ღონისძიებებს მოხმარდება, რომლებიც პირველად მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. 

"ევროსაბჭოს ეს პროგრამა გათვლილია არჩევნებში პირველად მონაწილე ამომრჩევლების მაღალ აქტიურობაზე. პროგრამის მიზანია ახალგაზრდებში დემოკრატიული ღირებულებებისადმი შეგნება აამაღლოს და მათი აქტიურობა გააძლიეროს. ამ დახმარებით გერმანიას თავისი წვლილი შეაქვს საქართველოში დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ადამიანთა უფლებების კონსოლიდაციის საქმეში". - ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ევროსაბჭოში იულიუს გეორგ ლუიმ ევროსაბჭოს პროგრამის დირექტორ, გაბრიელა ბატაინი-დრაგონისთან ერთად სტრასბურგში თანხის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

 

 

კომენტარები