ჯეიმს კამერონი „ავატარის“ სიქველთან დაკავშირებული სამუშაოების ფარგლებში, კოსმოსში გაფრენას გეგმავს. The Hollywood Reporter - ის ინფორმაციით, რეჟისორი, რომელიც თავისი პროექტისათვის მასალის გადასაღებად დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილში, მარიანას ღრმულში ჩაეშვა, ახლა კოსმოსის დაპყრობას აპირებს.
კამერონის განცხადებით, იგი ავატარის მომდევნო სერიების შესაქმნელად იაპონიის წამყვან კინემატოგრაფისტებთან ითანამშრომლებს. მისი თქმით, იგი ჯერ კიდევ 2003 წელს აპირებდა კოსმოსის მონახულებას, თუმცა ერთ-ერთი სადგურის მწყობრიდან გამოსვლის გამო ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანვა ვერ მოახერხა.
შეგახსენებთ, რომ „ავატარის“ მეორე ნაწილი კინოეკრანებზე 2014 წელს უნდა გამოსულიყო, თუმცა სურათის გამოსვლის დრო შეიცვალა და მან ერთი წლით გადაიწია. ფილმის პროდიუსერებმა ამის მიზეზად ჯეიმს კამერონის დატვირთული გრაფიკი და ტიტანიკის 3D ვერსიაზე მუშაობა დაასახელეს.




