კინო

ბრიტანელი მილიარდერი The Rolling Stones - ის შესახებ ფილმს გადაიღებს

ბრიტანელი მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი The Rolling Stones - ის შესახებ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს გადაიღებს. სურათში აღწერილი იქნება ჯგუფის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომის, Exile on Main Street - ის შექმნის ისტორია, აგრეთვე, ბენდის მუსიკოსებს, მიკ ჯაგერსა და კიტ რიჩარდსს შორის არსებული უთანხმოება.

 ფილმს საფუძვლად დაედება რობერტ გრინფილდის ნაწარმოები „Exile On Main Street: A Season In Hell With The Rolling Stones“, რომელშიც მოთხრობილია ჯგუფის ყოველდღიური ცხოვრებისა და მუსიკალური საქმანობის შესახებ. წიგნის ეკრანიზაციის უფლება რიჩარდ ბრენსონმა უკვე მოიპოვა. სცენარს სურათისათვის ძმები ბრენდონ და ფილ მერფები შექმნიან.

12 ივლისს 50 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც The Rolling Stones პირველად წარსდგა საზოგადოების წინაშე. ჯგუფის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გაყიდვაში ფოტოალბომი გამოვა, რომელშიც თავად ბენდის წევრების მიერ შერჩეული 700 ილუსტრაცია შევა. ალბომს დართული ექნება ჯგუფი წევრების კომენტარები.

 

კომენტარები