კინო

კანის კინოფესტივალის ნომინანტები

კანის წლევანდელი კინოფესტივალის ნომინანტი ფილმები გამოქვეყნდა. წელს კანში დაბრუნდებიან მიხაელ ჰანეკე, კენ ლოუჩი, აბას კიაროსტამი. თავის ახალ ფილმებს ჩაიტანენ ლეო კარაქსი, ტომას ვინტერბერგი, ჯეფ ნიკოლსი, ვალტერ სალესი. კონკურსში პოლ ტომას ანდერსონის და ტერენს მალიკის ფილმები ვერ მოხვდა, რადგან რეჟისორებმა ვერ მოასწრეს კანისთვის ნამუშევრების დასრულება.

ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იტალიელი რეჟისორი ნანი მორეტი იქნება. წელს კანი 16 მაისს უეს ანდერსონის ფილმით Moonrise Kingdom გაიხსნება და 27 მაისს კლოდ მილერის Therese D დაიხურება.

ნომინანტების სრული სია :

სიყვარული - მიხაელ ჰანეკე

ანგელოზთა წილი - კენ ლოუჩი

Baad el mawkeaa - იუსრი ნასრალლა

კოსმოპოლისი - დევიდ კრონენბერგი

ბორცვებს მიღმა - კრისტიან მუნჯუ

Holy Motors - ლეო კარაქსი

ნადირობა - ტომას ვინტერბერგი

მოკლა ისინი ნაზად - ენდრიუ დომინიკი

სხვა ქვეყანაში - ჰონ სან სუ

ბურუსში - სერგეი ლოჟნიცა

უკანონო - ჯონ ჰილქოუთი

როგორც შეყვარებულები - აბას კიაროსტამი

მუდი - ჯეფ ნიკოლსი

გზაზე - ვალტერ სალესი

გაზეთის დამტარებელი - ლი დენიელსი

სამოთხე - ულრიხ ზაიდლი

სიბნელის მერე ნათელი - კარლოს რეიგრადასი

რეალობა - მატეო გარონე

ჟანგი და ძვალი - ჟაკ ოდიარი

ფულის გემო - იმ სანგ სუ

შენ ჯერ არაფერი გინახავს - ალან რენე

 

 

 

 

კომენტარები