კინო

თბილისში გაიმართება გამოფენა - ქართული კინოს სათავეებთან

17 აპრილს, 19:00 საათზე, სასტუმრო „რედისონი“ ქართული კინოს ისტორიაში უნიკალურ კინო-ფოტო გამოფენას უმასპინძლებს, სახელწოდებით ,,ქართული კინოს სათავეებთან.“ გამოფენა 1930 წლამდე გადაღებულ ქართულ ფილმებს ეძღვნება. ორგანიზატორია კომპანია „თბილისი ინტერმედია.“

ორგანიზატორების განმარტებით, კინო-ფოტო გამოფენის მიზანია ფართო საზოგადოებას ქართული კინოს მივიწყებული შედევრები გააცნოს. გამოფენა, წლების მიხედვით, რამოდენიმე ნაწილად იქნება დაყოფილი.მასზე მიწვეულნი არიან კინემატოგრაფისტები, კულტურის სფეროს მოღვაწეები, პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 

კომენტარები