ნორვეგია

ფსიქიატრიულმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ბრეივიკი შერაცხადია

ახალმა ფსიქიატრიულმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ანდერს ბრეივიკი შერაცხადია. ახალი დასკვნა ეწინააღმდეგება მანამდე ჩატარებული გამოკვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც უსასტიკესი დანაშაულის ჩამდენი ნორვეგიელი ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულ დაწესებულებაში უნდა მოეთავსებინათ.

33 წლის ბრეივიკს 16 აპრილს გაასამართლებენ. მას ბრალი ედება ტერორიზმსა და მასობრივ მკვლელობაში. შარშან, ივლისში, ანდერს ბრეივიკმა ტერორისტული აქტი მოაწყო ოსლოში, შემედგ კი კუნძულ უტოიაზეა ცეცხლი გაუხსნა ახალგაზრდების ჯგუფს. მოკლულებს შორის, რომელთა რიცხვმაც 70-ს გადააჭარბა იყოს საქართველოს მოქალაქეც. მოკლულების გარდა იყვნენ დაჭრილებიც, სულ 151 დაჭრილი.

ბრეივიკი დანაშაულს აღიარებს, თუმცა თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის თავის უსასტიკეს დანაშაულს ევროპის ისლამისგან დაცვის მიზნით ხსნის.

 

კომენტარები