კინო

„Hunger Games” კვლავ პირველ ადგილზეა

მესამე კვირაა, გარი როსის ფილმი კინოგაქირავების ლიდერია.
„Hunger Games”, ამერიკის კინოთეატრებში, 23 მარტს გამოვიდა და მისმა შემოსავალმა მხოლოდ აშშ-ში უკვე $300 მილიონს მიაღწია, მსოფლიო მასშტაბით კი ფილმის შემოსავალმა $460 მილიონს გადააჭარბა.
„Hunger Games”, სიუზან კოლინზის ბესტსელერის მიხედვით გადაიღეს, მასში მთავარ როლს ჯენიფერ ლოურენსი ასრულებს.
ფილმი მესამე კვირაა არ თმობს პირველობას, მან უკან ჩამოიტოვა ჯონ ჰურვიტცის „American Reunion“ და ჯეიმს კამერონისTitanic 3D.

გასული კვირის ტოფ-10 კინოქაირავების ლიდერი აშშ-სა და კანადაში:

1. Hunger Games
2. American Reunion
3. Titanic 3D
4. Wrath Of The Titans
5. Mirror, Mirror
6. 21 Jump Street
7. Dr Seuss’ The Lorax
8. Salmon Fishing In The Yemen
9. John Carter
10. Safe House

 

კომენტარები