კინო

ჯეიმს ბონდის ახალი გოგო

ბერძენი მსახიობი და მოდელი, ტონია სოტიროპოლუ „Skyfall”-ში ჯეიმს ბონდის მეგობარი გოგოს როლს შეასრულებს.
ბონდის 23-ე ფილმი, კინოეკრანებზე 2012 წლის 9 ნოემბერს გამოვა და მასში მთავარ როლს კვლავ დენიელ კრეიგი თამაშობს.
გადაღებები ამჟამად თურქეთში მიმდინარეობს, ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში სოტიროპოლუმ გააკეთა, რომელიც სულ მალე შეუერთდება გადამღებ ჯგუფს: „ძვირფასო მეგობრები, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ჯეიმს ბონდის ახალ ფილმში მივიღებ მონაწილეობას! დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“.

„Skyfall”-ის რეჟისორი სემ მენდესია, ფილმში მთავარ როლებს კრეიგთან ერთად რალფ ფაინსი, ჰელენ მაკრორი, ჯუდი დენჩი, ხავიერ ბარდემი და ნაომი ჰარისი ასრულებენ.

 

კომენტარები