კინო

„Grace of Monaco“ ბიოგრაფიული ფილმი გრეის კელიზე

რეჟისორი ოლივერ დანი ახალ ფილმზე იწყებს მუშაობას, ამჯერად ის ბიოგრაფიულ ფილმს, გრეის კელიზე, მონაკოს პრინცესაზე გადაიღებს.
ოლივერ დანი საზოგადოებისთვის ცნობილია მისი ნამუშევრით „La Vie en Rose“, რომელიც ედიტ პიაფის ცხოვრების შესახებაა.
ფილმის სახელი იქნება „Grace of Monaco“, მთავარი როლის კი ავსტრალიელი მსახიობი, ნიკოლ კიდმანი ითამაშებს.

მსახიობი, რომელიც მონაკოს პრინცესად იქცა - ოლივერ დანის ნამუშევარში გრეის კელის ცხოვრება სრულად იქნება ასახული.
კელი 50-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მსახიობი იყო, ფილმისთვის „The Country Girl”, 1955 წელს, ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მან მიიღო ოსკარი.
1956 წელს, ამერიკელმა მსახიობმა, რაინიერ III-ზე, მონაკოს პრინცზე იქორწინა და ჩამოშორდა სამსახიობო კარიერას.

პრინცესა გრეისი 1982 წლის ავტოკატასტროფაში მიღებული ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.

 

კომენტარები