„ავატარის“ მეორე სერია კინოეკრანებზე 2014 წლის დეკემბერში უნდა გამოსულიყო, მაგრამ ჯეიმს კამერონის ნამუშევრის გამოსვლის დრო შეიცვალა და მან ზუსტად 1 წლით გადაიწია.
ფილმის პროდიუსერის, ჯონ ლანდაუს განცხადებით, „ავატარი 2“ 2015 წლის დეკემბერში იქნება მზად, ამის მიზეზად კი რეჟისორის, ჯეიმს კამერონის დატვირთული გრაფიკი და „ტიტანიკის“ 3D ვერსიაზე მუშაობა სახელდება.
ჯონ ლანდაუს თქმით, უკვე დაწყებულია „ავატარი 2“-ზე მუშაობა: „ფილმზე მუშაობა დაწყებულია, ჩვენ ვთანამშრომლობთ „Weta Digital“-თან, რომელიც უზრუნველყოფს წყალქვეშა სცენების გადაღებას, რაც მაყურებელს საშუალებას მისცემს ნახოს პანდორას ოკეანე“.
„ავატარი“ კინოეკრანებზე 2009 წელს გამოვიდა, მისი ბიუჯეტი $237 მილიონი იყო, ხოლო ფილმის შემოსავალმა, 2011 წლის ჩათვლით 3 მილიარდს მიაღწია.
ფილმის პირველ ნაწილში მთავარ როლებს სემ ვორთინგტონი, ზოი სალდანა, სიგურნი ვივერი, სტეფან ლანგი და მიშელ როდრიგესი თამაშობენ.





