სტივ ჯობსის შესახებ ფილმის გადაღება იწყება. ფილმში ,,ჯობსი’’ Apple -ის დამფუძნებლის როლს მსახიობი ეშტონ კატჩერი შეასრულებს.
ფილმში ქრონოლოგიურად იქნება აღწერილი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანის სტივ ჯობსის ცხოვრების გზა, ახალგაზრდობის წლებიდან Apple-მდე. ვიზუალური მსგავსების მიუხედავად, საზოგადოების ნაწილი ჯობსის როლზე ეშტონ კატჩერის დამტკიცებას კრიტიკულად შეხვდა, ამ ნაწილში გამოთქვეს აზრი, რომ ეშტონ კატჩერს გაუჭირდება ისეთი სერიოზული ადამიანის როლის განსახიერება, როგორიც ჯობსი იყო.
ბიოგრაფიული ფილმის რეჟისორია ჯოშუა მაიკლ სტერნი, პროექტი დამოუკიდებელია და არცერთ ჰოლივუდურ კინოსტუდიასთან არ აქვს კავშირი. გადაღებები მაისში დაიწყება.




