ივანიშვილი პოლიტიკაში

ივანიშვილის პოლიტიკური გეგმები არ იცვლება

”ქართული ოცნების” პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა განცხადება ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით, სამოქალაქო რეესტრის დასკვნასთან დაკავშირებით. მასში ნათქვამია, რომ ივანიშვილმა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცედურას უნდა მიმართოს.

მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით ივანიშვილი განცხადებას გააკეთებს ხვალ, საკუთრ ბრიფინგზე, მანამდე კი დასკვნაზე საკუთრი მოსაზრება  ”ქართული ოცნების” პრეს-სპიკერმა გამოთქვა.

"ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ტყუილსა და უკანონობას. თავის დროზე ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო პოლიტ გადაწყვეტილება, რადგან მათ შეეშინდათ ძლიერი კონკურენტის. დღესაც,  ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია, რადგან სააკაშვილმა ძალიან კარად იცის ხალხის განწყობა და იცის რეალური რეიტინგები.”-აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ. მისი თქმით, ივანიშვილის გეგმები არ იცვლება, ის კვლავაც იქნება კოალიციის ლიდერი, მის კოალიციას ერქმევა ”ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება.”

”იგი, ასევე იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და ეს კოალიცია აუცილებლად გაიმარჯვებს ოქტომბრის არჩევნებში,”- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

საპარლამენტო უმარვლესობაში განაცხადეს, რომ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ხელოვნურია.

”ივანიშვილს თავის დროზე საქართველოს მოქალაქეობა მინიჭებული ჰქონდა. როგორც მინიმუმ, ივანიშვილი ამ საკითხს გულგრილად მოეკიდა, ან მისი მნიშვნელობა უგულვებელყო. აქედან გამომდინარე, დღევანდელი აჟიოტაჟი დაგვიანებულ სინანულს უფრო ჰგავს. ის ფორმები, რომლითაც ივანიშვილი მოქალაქეობის მიღებას ცდილობს, არ არის სწორი გზა, რომლითაც უნდა ეცადო ამ უფლების დაბრუნება. ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის აღდგენის გზა გამართლებული არ არის. ივანიშვილს ნატურალიზაცია კი არ სჭირდებოდა, არამედ მას საქართველოს მოქალაქეობა ისედაც ჰქონდა.”- უთხრა news.ge-ს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ.  ამას გარდა, ”„მას არ აქვს არანაირი შეზღუდვები, მას შეუძლია გააგრძელოს პოლტიკური მოღვაწეობა ისე, როგორც აქამდე საქმიანობდა. ამ მხრივ პოლიტიკისა და ამ სამართლებრივი საკითხის ურთიერთდაკავშირება არალოგიკურად მიმაჩნია”- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გოკა  გაბაშვილმა.

კომენტარები