არჩევნები 2012

ამომრჩეველთა ლიგას ძმები გაჩეჩილაძეებიც შეუერთდნენ

ძმები ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეები , გიორგი ხაინდრავასთან და სხვა ძველ თანამოაზრეებთან ერთად ”ამომრჩეველთა ლიგას” შეუერთდნენ. 
თებერვალში შექმნილი ”ამომრჩეველთა ლიგის” პრეზენტაცია 2 აპრილს, თბილისში, მოზარდ მაყურებელთა თეატრში გაიმართა. პრეზენტაციაზე შეკრებილებს გია გაჩეჩილაძემ (უცნობმა) და ბასა ფოცხიშვილმა თავისი ახალი ვიდეო-კლიპი წარუდგინეს. გამომსვლელებმა ისაუბრეს ბრძოლაზე, რომლის განვითარებასაც აპირებენ ”მოუსყიდველი არჩევნებისთვის,” ლევან გაჩეჩილაძის სიტყვებით: ” ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, რომელმაც ასპარეზზე გამოიყვანა ყველაზე წარმატებული ქართველი.” 
მოძრაობის დამფუძნებლები, ასევე ”ამომრჩეველთა ლიგას” შეერთებული ოპოზიციონრები, რომლებიც თვეების მანძილზე სათავეში ედგნენ ცნობილ ”საკნების აქციას”, შეთანხმდნენ აპრილის ბოლოს თბილისში გამართონ მანიფესტაცია ”თავისუფალი და მოუსყიდველი არჩევნების ”მხარდასაჭერად. 
”ამომრჩეველთა ლიგის” წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან საუბრისას უარყვეს კონტაქტები ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა ”თავისუფალი არჩევნებისთვის” ბრძოლაში მის კოალიაციასთან თანამშრომლობა არ გმორიცხეს.

კომენტარები