კინო

კავკასიის ფილმის ფესტივალი

წელს ერევანში, ბაქოსა და თბილისში, სამხრეთ კავკასიაში ბრიტანეთის საელჩოების ხელშეწყობით კავკასიის ფილმის ფესტივალი ტარდება. თბილისში ფესტივალი 26 მარტს დაიწყო და 31 მარტამდე გასტანს. 

თბილისის ექვს დღიანი ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება თორმეტი ფილმი. გაიმართება როგორც ახალი, ისე ძველი ფილმების რეტროსპექტივა. ყველა ჩვენება გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში 26 დან 31 მარტის ჩათვლით გაიმართება და მასზე დასწრება უფასოა. 
ფესტივალის ფარგლებში თბილისს ეწვევიან რეჟისორები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

კომენტარები