"ჰარი პოტერის“ ფანებს მალე შესაძლებლობა ექნებათ ფილმის გადასაღებ მოედანს ესტუმრონ. შაბათიდან Leavesden სტუდია, სადაც ფრენჩაიზის რვა სურათი შეიქმნა, დამთვალიერებლებს უმასპინძლებს.
ტურის ფარგლებში, მნახველებს საშუალება ექნებათ ფილმში გამოყენებული დიდი დერეფანი და აგრეთვე, პროფესორ დამბლდორის კაბინეტი მოინახულონ.
ფრენჩაიზის შემქმნელი კომპანიის, Warner Bros - ის ორგანიზატორების განცხადებით, ხშირად ფილმების შესაქმნელად გამოყენებული რეალური დიზაინი კადრს მიღმა რჩება და მაყურებელი ვერ ახერხებს სრულად აღიქვამს სურათის ატმოსფერო. მათი თქმით, ამ ტურის მიზანია „ჰარი პოტერის“ ფანებმა გარდა ეკრანზე არსებული სანახაობისა, ის გარემოც შეიყვარონ, სადაც ფილმები შეიქმნა.
მსურველებს შეეძლებათ იყიდონ იმ საგნების ასლებიც, რომლებსაც „ჰარი პოტერის“ გმირები ატარებდნენ. თუმცა კრიტიკოსების განცხადებით, ტურის ფარგლებში არსებული მაღაზია და აგრეთვე, თავად ტურის ფასი - 4 წევრისაგან შემდგარი ოჯახისათვის 83 ევრო - საკმაოდ ძვირია. მათი თქმით, ფრენჩაიზის შემქმნელი კომპანიის რეპუტაცია, იმ შემთხვევაში, თუ იგი ვერ მოიზიდავს საკმარის დამთვალიერებელს, შესაძლოა დაეცეს.





