კინო

ჯეინ ფონდამ შესაძლოა ნენსი რეიგანი განასახიეროს

მსახიობმა ჯეინ ფონდამ, აშშ-ს მეორმოცე პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის მეუღლის, ნენსი რეიგანის როლი შეიძლება განასახიეროს.
ფონდას პუბლიცისტის განცხადებით, მსახიობთან უკვე მიმდინარეობს  მოლაპარაკება და თუ ის  შეთავაზებას დათანხმდება,  მიიღებს მონაწილეობას ფილმში, რომელსაც იუჯინ ალენის ცხოვრების შესახებ გადაიღებენ.
იუჯინ ალენი 1952 დან 1986 წლამდე თეთრ სახლში მუშაობდა, თავდაპირველად ის საწყობში მსახურობდა, ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ კი თეთრი სახლის მსახურთუფროსი გახდა
ალენმა რვა პრეზიდენტის მსახურობა მოასწრო, კარიერული მოღვაწეობა კი რონალდ რეიგანის პრეზიდენტობისას დაასრულა.
იმ შემთხვევაში, თუ ოსკაროსანი მსახიობი შეუერთდება გადამღებ ჯგუფს, გადასაღებ მოედანზე თანამშრომლობა ოპრა უინფრისთან, ფორესტ ვიტაკერთან და მილა კუნისთან მოუწევს.
ცნობილია რომ იუჯინ ალენის როლს ფორესტ ვიტაკერი შეასრულებს, ხოლო მის მეუღლეს ყოფილი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი განასახიერებს.
ფილმის რეჟისორი ლი დენიელსი იქნება, გადაღებები 2012 წლის ზაფხულში დაიწყება. 

კომენტარები