კინო

„The Hangover Part III” 2013 წელს გამოვა

„The Hangover“-ის პირველი ფილმი 2009 წელს გამოვიდა. რეჟისორ ტომ ფილიპის მიერ, $35 მილიონ დოლარად გადაღებულმა კომედიამ $467 მილიონის მოგება ნახა, რასაც 2011 წელს, ფილმის მეორე სერია მოჰყვა. „The Hangover Part II”-ში სიუჟეტი ამერიკის ნაცვლად ბანგკოკში განვითარდა და კვლავ ფილის, სტიუს, ალანის და დაგის თავგადასავალის შესახებ მოუთხრო მაყურებელს.

ორი წარმატებული პროექტის შემდეგ, ტოდ ფილიპმა გადაწყვიტა გადაიღოს „The Hangover“-ის მესამე, დასკვნითი სერია, რომელიც 2013 წლის 24 მაისს გამოვა კინოთეატრებში.
„მესამე, დასკვნით სერიაში მაყურებლებს უამრავ სიურპრიზს ვპირდებით, ეს იქნება პირველი და მეორე ნაწილის ლოგიკური და სასაცილო დასასრული“, განაცხადა ფილიპმა.
„The Hangover Part III”-ში მთავარ როლებს კვლავ ბრედლი კუპერი, ზაკ გალაფიაკისი და ედ ჰელმესი შეასრულებენ.

კომენტარები