აშშ-ავღანეთი

ამერიკელი სერჟანტი ამბობს, რომ არ ახსოვს რა დაემართა ავღანეთში, ტრაგედიის დღეს

ამერიკელ სერჟანტს რობერტ ბეილსს ”არ ახსოვს” რა დაემართა ტრაგედიის დღეს - ამის შესახებ სატელევიზო ინტერვიუში მისმა ადვოკატმა ჯონ ბრაუნმა განაცხადა. ბრაუნი ორშაბათს, პირველად შეხვდა პატიმრობაში მყოფ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს, რომელსაც ბრალი ედება ავღანეთში, 16 მშვიდობიანი პირის მოკვლაში. ყანდაარის პროვინციაში მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ცეცხლის გახსნის შემდეგ, ბეილსი კანზანის შტატის ციხეში გადაიყვანეს. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ მომხდრის მიზეზებზე საუბარი ნაადრევია, აუცილებელია პატიმრობში მყოფის სამედიცინო შემოწმება და მოწმეების დაკითხვა.

ორშაბათს, რობერტ ბეილსის ცოლმა ავღანეთში დაღუპულების ოჯახებისადმი თანაგრძნობა გამოხატა და თქვა, რომ მისთვის უცნობია მომხდარის გარემოებების შესახებ. ტარგედია 11 მარტს მოხდა და მან ავღანელი ხალხის უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია. მოკლულთა შორის იყვნენ ბავშვებიც. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მომხდარს ”საშინელებმა” უწოდა და დადო პირობა, რომ დანაშაულს საფუძვლიანად გამოიძიებენ.

 

კომენტარები