ხელფასები

საქართველოში საშუალო ანაზღაურება გაიზარდა

2011 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში დაქირავებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 761 ლარია. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.6%-ით არის გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალთან შედარებით ზრდის ტემპი 10.7%-ით განისაზღვრა. საქსტატის მონაცემებით, ამ პერიოდში დაქირავებულთა საშუალო ხელფასი ყველაზე მეტად - 50%-ით - უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების განმახორციელებლებს გაეზარდათ და 959 ლარი შეადგინა. ხელფასების კლება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობასა და თევზჭერის სექტორებში. სოფლის მეურნეობაში ხელფასები 11.08%-ით, ხოლო თევზჭერის სექტორში 16%-ით შემცირდა.

კომენტარები