ხელფასები

საქსტატი: I კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი 1202.7 ლარი იყო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2020 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 1202.7 ლარი შეადგინა.

ნომინალური ხელფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 110 ლარით, ანუ 10.1%-ით გაიზარდა.

დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი ყველაზე მაღალი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში იყო, სადაც თვეში საშუალოდ 2596.4 ლარს მიაღწია. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში საშუალო თვიური ხელფასი 1887.9 ლარია, ხოლო პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორში – 1794.8 ლარი.

საქსტატის თანახმად, დაქირავებით დასაქმებული კაცების ხელფასი წლის პირველ კვარტალში 1423.9 ლარი იყო, ხოლო ქალების – 960.4 ლარი. გასულ წელთან შედარებით კაცების საშუალო ხელფასი თითქმის 130 ლარით გაიზარდა, ქალების კი –84.3 ლარით.

კომენტარები