ხელფასები

საქსტატი: საშუალო თვიური ხელფასი 1 217.1 ლარია

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მესამე კვარტლის ხელფასების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საშუალო თვიური ხელფასი საქართველოში 91.6 ლარით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და ახლა 1217.1 ლარია.

საქსტატის მონაცემებით, საშუალო ხელფასები ყველაზე მაღალი შემდეგ დარგებშია:

  • მშენებლობა - 2 008.4 ლარი
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 958.7 ლარი
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 936.2 ლარი
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 1 898.6 ლარი

ამასთან, მამაკაცების საშუალო ხელფასი 551.6 ლარით აღემატება ქალისებისას. კერძოდ, საქსტატის თანახმად, მამაკაცის საშუალო ხელფასი წლის მესამე კვარტალში 1475.7 ლარი იყო, ქალების კი - 924.1 ლარი.

 

კომენტარები