ქველმოქმედება

საქველმოქმედო სპორტული მარათონი

ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით თბილისში საქველმოქმედო მარათონი ჩატარდა. აქციიდან მიღებულ თანხას ორგანიზატორები საქართველოს პირველი ლედის სანდრა რულოვსის საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია სოკოს გადასცემენ. ე.წ სპორტ რელიფში საზოგადოების სხვადასხვა წევრებთან ერთად ბრიტანეთის ელჩმა ჯუდით გოფმაც მიიღო მონაწილეობა.

სარბენი გზის სიგრძე 1.5-5 კილომეტრი იყო. ეს მანძილი მოხალისეებმა სიარულით, ხტომითა და სირბილით დაფარეს. სპორტულ მარათონში უფროსებთან ერთად ბავშვებიც მონაწილეობდნენ. მსგავსი ღონისძიება გაერთიანებულ სამეფოში 25 წელია ტარდება. ქველმოქმედებიდან მიღებულ თანხას უმწეო ოჯახებსა და ბავშვებს გადასცემენ. საქველმოქმედო სპორტული მარათონი საქართველოში მეორედ ჩატარდა.

კომენტარები