განათლება

სიახლეები განათლების სისტემაში

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მოსწავლეებსა და სტუდენტებს განათლების სისტემაში დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა. მისი თქმით, მთავრობა გამოცდების ამერიკული სისტემის დანერგვაზე მუშაობს. სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ატესტატის მისაღებად 8 გამოცდას აბარებენ, ხოლო უმაღლესში მისაღებად კი - 4-ს, ახალი სისტემით, 8 საატესტატო და მხოლოდ 1 ან 2 ეროვნულ გამოცდას ჩააბარებენ.

„ჩვენი ექსპერტები მსჯელობენ იმაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდები ბავშვებისთვის როგორ გავხადოთ მაქსიმალურად კომფორტული და, ამავდროულად, არ დავაზარალოთ ჩვენი მთავარი ამოცანა - ცოდნის მიღება“ - განაცხადა მინისტრმა.

საპილოტე სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები უკვე აბარებენ საატესტატო გამოცდებს: „2014-2015 წლისთვის არ გამოვრციხავ, ცენტრალიზებული მე-9 კლასის გამოცდები უკვე ყველა სკოლაში დაინერგოს. იქამდე კი ბავშვებს 2-3 წელს მივცემთ იმისთვის, რომ მოემზადონ ამ გამოცდებისთვის. ამ ინიციატივაზეც ექსპერტები უკვე მუშაობენ და, ჩემი ვარაუდით, ამ ზაფხულში გადაწყვეტილებას საბოლოოდ მივიღებთ“.

მისივე თქმით, სამ წელიწადში „საერთაშორისო ბაკალავრიატის“ (IB) წინასაუნივერსიტეტო ორწლიანი პროგრამა დაინერგება, რომლის გავლის შემთხვევაში საქართველოს სკოლის მოსწავლეებისთვის ყველა საერთაშორისო უნივერსიტეტის კარი ავტომატურად გაიღება. „ამ პროგრამის არჩევის შემთხვევაში, მოსწავლეები გათავისუფლდებიან საატესტატო გამოცდებიდან, ვინაიდან თითქმის ყოველთვე გაცილებით მეტი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ“ - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

 

კომენტარები