ავღანეთი

მასობრივ მკვლელობაში ეჭვნმიტანილი ამერიკულ ციხეში გადაიყვანეს

ამერიკულმა სარდლობამ გაამხილა ჯარისკაცის ვინაობა, რომელიც გასულ კვირას ავღანეთში სამოქალაქო პირების მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. შტაბის სერჟანტი რობერტ ბეილსი პარასკევს კანზასის ბაზაზე გადაიყვანეს, სასამართლო პროცესს ის ერთადგილიან საკანში დაელოდება.

ბეილს ბრალად ედება საკუთარი ბაზის დატოვება და ავღანეთის სამხრეთ ნაწილში 16 სამოქალაქო პირის დახოცვა, მათ შორის ცხრა ბავშვის და სამი ქალის.

ჯარისკაცს აშშ - ს სამხედრო კანონმდებლობის მიხედვით გაასამართლებენ, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია სად გაიმართება სასამართლო პროცესი.

მომხდარმა ავღანეთისა და ამერიკის ურთიერთობებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ პენტაგონი იმაში დაადანაშაულა, რომ გამოძიებასთან ბოლომდე არ თანამშრომლობდა. ავღანეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ დანაშაული არა ერთმა სამხედრომ, არამედ ჯარისკაცების ჯგუფმა ჩაიდინა. რასაც კოალიციური ძალების სარდლობა უარყოფს.

 

კომენტარები