ეგვიპტე

კაიროს უნივერსიტეტში ასგარ ფარხადის ფილმის ჩვენება ჩაიშალა

ირანელი რეჟისორის, ასგარ ფარხადის სურათის, „A Separation" -ის ჩვენება („განშორება"), რომელმაც წელს საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში ოსკარი მოიპოვა, ეგვიპტეში, კაიროს უნივერსიტეტში აიკრძალა. ფილმის წინააღმდეგ, რომელიც არაერთი ჯილდოს მფლობელია, მუსულმი სტუდენტები გამოვიდნენ.

ფილმის ჩვენება უნივერსიტეტის შენობაში იგეგმებოდა. თუმცა სეანსის დაწყებამდე სტუდენტებმა, რომლებიც სუნიზმს მისდევენ, პროტესტი გამოთქვეს. მათ ფილმის შემქმნელები შიიზმის პროპაგანდაში დაადანაშაულეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ჩვენების აკრძალვის მოთხოვნით მიმართეს. სტუდენტებმა აგრეთვე, განაცხადეს, რომ ირანი მხარს უჭერს სირიის ლიდერის, ბაშარ ასადის რეჟიმს. აქედან გამომდინარე, ირანული ფილმების ჩვენება არ უნდა ხდებოდეს ეგვიპტეში.

აღსანიშნავია, რომ ოსკაროსანი სურათი ირანის მთავრობამაც უარყოფითად შეაფასა. ქვეყნის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ფილმში აღწერილი სოციალური საკითხები - უთანასწორობა სქესთა შორის და ემიგრაციის პრობლემა ირანის რეპუტაციას ჩრდილს აყენებს. მუსულმური სამყაროს მიერ დაწუნებული ფილმი გარდა ოსკარისა, ოქროს გლობუსის ჯილდოს და პეტერბურგის კინოფორუმის გრან-პრის მფლობელიცაა.

 

კომენტარები