კინო

ვუდი ალენს ჯონ ტურტუროს კომედიაში გადაიღებენ

ფილმში სახელწოდებით "Fading Gigolo" ერთ-ერთ მთავარ როლს  თავად ჯონ ტურტურო შეასრულებს. სცენარის მიხედვით, ტურტუროსა და ალენის გმირები საუკეთესო მეგობრები არიან. ფინანსური პრობლემების გამო ისინი ჟიგოლოს ბიზნესს წამოიწყებენ და ამ საქმიანობით საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობენ. ახალ კომედიაში მდიდარი კლიენტის როლს შერონ სტოუნი შეასრულებს. გავრცელებული ცნობებით, ფილმის გადაღება სავარაუდოდ აპრილში დაიწყება.

უკანასკნელად ვუდი ალენი სხვა რეჟისორის პროექტში 2000 წელს გამოჩნდა,  მაშინ მან  ალფონსო არაუს კომედიაში "Picking Up the Pieces" ითამაშა.

კომენტარები