ევროვიზია

სომხეთმა უარი თქვა ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობაზე

დღეს სომხეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ სომხეთი 2012 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს.

”ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ სომხეთის გადაწყვეტილებით მონაწილეობა არ მიიღოს წლევანდელ კონკურსში” განაცხადა კონკურსის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჯონ ოლამ.

სომხეთის უარის შემდეგ დარჩა 42 ქვეყანა, რომელიც კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. 18-18 ქვეყანა ორ ქვეჯგუფში გადანაწილდება და ფინალში გასვლას შეეცდება სადაც საფრანგეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია და მასპინძელი აზერბაიჯანი კონკურსგარეშე მოხვდნენ.

 

კომენტარები