რალფ მაკქუარი, რომელმაც „ვარსკვლავური ომების“ პერსონაჟების, დარტ ვადერის, ჩუბაკას, R2-D2-ს და C-3PO-ს ვიზუალური დიზაინი შექმნა, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რალფ მაკქუარს ეკუთვნის ასევე ფილმ „Cocoon“-ის ვიზუალური ეფექტები, რომლისთვისაც მან 1986 წელს ოსკარი მიიღო.
ჯორჯ ლუკასის განცხადებით მაკქუარი უდიდესი დანაკარგია კინოინდუსტრიისთვის: „ რალფი პირველი ადამიანი იყო რომელმაც გაიზიარა და ზუსტად წარმოიდგინა თუ როგორი უნდა ყოფილიყო „ვარსკვლავური ომები“, როდესაც სიტყვებით ვერ გადმოვცემდი ჩემს იდეებს, ყოველთვის შემეძლო მის ერთ-ერთ ნამუშევარზე მიმეთითებინა და მეთქვა „შექმენი ასეთი რამ“, მას ჩემი ყოველთვის ესმოდა“.
განცხადებაში, რომელიც მაკქუარის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გარაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა წერია, რომ მან სამუდამოდ მოახდინა გავლენა ვიზუალურ ეფექტებზე და დიზაინზე.




