კინო

ბიონსეს მუსიკალურ ფილმში გადაიღებენ

ბიონსე მუსიკალურ ფილმში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სატელევიზიო შოუს, Glee -ის შემქმნელი, რაიან მერფი გადაიღებს. მერფის საპროდიუსერო კომპანიის განცხადებით, სურათის სახელწოდება „One Hit Wonders“ იქნება.
ფილმში აგრეთვე, ითამაშებენ გვინეტ პელტროუ, კამერონ დიასი და რიზ უიზერსპუნი. მსახიობები 1990-იანი წლების წარმატებული მომღერლების ამპლუაში მოგვევლინებიან, რომლებიც კარიერის შესანარჩუნებლად ძალებს გააერთიანებენ და საერთო ჯგუფს შექმნიან.
ჯერჯერობით ფილმისათვის სრული სცენარი არ არსებობს, თუმცა ბიონსეს როლი უკვე შექმნილია. ეს მომღერლისთვის პირველი დიდი პროექტია მას შემდეგ, რაც ქალიშვილი, ბლუ აივ კარტერი შეეძინა იანვარში.
ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერი გვინეტ პელტროუ იქნება. მსახიობისათვის ეს პირველი საპროდიუსერო გამოცდილება იქნება.
„One Hit Wonders„ - ისათვის მუსიკას ამერიკული კომედიური შოუს, „Saturday Night Live“ - ის ერთ-ერთი წევრი, ენდი სემბერგი თავის ჯგუფთან ერთად შექმნის.
ჯერჯერობით არაა ცნობილი სურათის გამოსვლის თარიღი.

კომენტარები