აშშ-ავღანეთი

ბარაკ ობამამ ავღანელ ხალხს მოუბოდიშა

ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა კარზაიმ მიიღო ბარაკ ობამას საბოდიშო წერილი, ნატოს საჰაერო ბაზაზე ისლამის წმინდა წიგნის, ყურანის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით.

თავის წერილში აშშ-ს პრეზიდენტმა გამოხატა ღრმა მწუხარება მომხდარის გამო და ოფიციალურად მოუბოდიშა ავღანელ ხალხს ბაგრამის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ინციდენტის გამო. კარზაის ადმინისტრაციის განცხადებით, ობამამ აღნიშნა, რომ ყურანი განზრახ არ დაუწვავთ და ჩატარდება გამოძიება ინციდენტთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად.

ნატოს საჰაერო ბაზაზე ისლამის წმინდა წიგნის დაწვის ფაქტს ავღანელების მძაფრი პროტესტი მოჰყვა.ნატოს სარდლობამ დაადასტურა, რომ ხუთშაბათს ავღანეთში, მისი 2 ჯარისკაცი მოკლა პირმა, რომელსაც ეცვა ავღანეთის ეროვნული არმიის ფორმა.  მანამდე, თალიბანმა ავღანელებს მოუწოდა შურის საძიებლად თავს დასხმოდნენ უცხოელთა სამხედრო ბაზებს.

 

 

კომენტარები