საზღვრის დაცვის დეპარტამენტისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2012 წლის იანვარში საქართველოში 227.006 ათასი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 41%-ით მეტია. 2012 წლის იანვარში, ევროპის ქვეყნებიდან 101.347 ათასი, ხოლო დსთ-ს ქვეყნებიდან 118.443 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს შესაბამისად, 72% და 22%-ით აღემატება.
2012 წლის იანვრის მონაცემებით ასე გამოიყურება იმ ქვეყნების პირველი ათეული , საიდანაც საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორთა პროცენტულმა მაჩვენებელმა იმატა : თურქეთი 93.516 ათასი ვიზიტორი, სომხეთი 36.856 ათასი ვიზიტორი, აზერბაიჯანი 58.698 ათასი ვიზიტორი, რუსეთი 17.227 ათასი ვიზიტორი, უკრაინა 3.423 ათასი ვიზიტორი, ირანი 2.411 ათასი ვიზიტორი, აშშ 1.853 ათასი ვიზიტორი, გერმანია 981 ვიზიტორი, ყაზახეთი 897 ვიზიტორი და საბერძნეთი 878 ვიზიტორი.




