საქართველოს მთავრობა 21 თებერვლიდან ელექტროენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერებს დაარიგებს. პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განმარტებით, ვაუჩერი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 1.2 მილიონ აქტიურ აბონენტს გადაეცემა. ამ მიზნით ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან დაახლოებით 25 მილიონი ლარი გამოიყოფა. იმ აბონენტებს, ვისაც სახელმწიფოსგან დახმარება არ სჭირდებათ და ვაუჩერი მხოლოდ იმის გამო მიიღეს, რომ ელექტროენერგიის აქტიური მომხმარებლები არიან, შეუძლიათ საკუთარი ვაუჩერი საჩუქრად გადასცენ მას ვისაც უფრო მეტად ესაჭიროება დახმარება. ვაუჩერების დარიგების პროცესს ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს და 1 თვე გაგრძელდება. სამინისტროში ცხელი ხაზი ამოქმედდება, რომელზეც დაინტერესებულ პირებს ნებისმიერი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.
ეს ინიციატივა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გასულ კვირას ბათუმში, ერთ–ერთ ოჯახში სტუმრობისას წამოაყენა. მისი თქმით, განსაკუთრებულად მკაცრი ზამთრის პირობებში 20–30%–ის გაზრდილი ელექტროენერგიის ხარჯი მოსახლეობას ბიუჯეტიდან უნდა აუნაზღაურდეს.




