ტურიზმი

ჩინეთმა საქართველოს ტურისტული ქვეყნის სტატუსი მიანიჭა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შეტყობინების თანახმად, ქვეყნის სახელმწიფო საბჭომ საქართველოს ტურისტული დანიშნულების ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. აღნიშნულის შესახებ ცნობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. საგარეო უწყება ხაზს უსვამს , რომ ჩინეთში მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობას , ასევე ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას.

კომენტარები