თბილისი

საქართველო: ოკუპირებული ტერიტორიები დიდი სამხედრო ბაზაა

საქართველოს საგარეო უწყება გამოეხმაურა  ცხინვალის რეგიონში განთავსებულ რუსეთის საოკუპაციო ჯარის სამხედრო ბაზაზე ე.წ. ოსური ბატალიონის შექმნას." საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გადაქცეულია დიდ სამხედრო ბაზად, ხოლო იქ ჯერ კიდევ შემორჩენილი მოსახლეობა ან ემსახურება რუსეთის სამხედრო ბაზას ან მსახურობს რუსეთის საოკუპაციო ძალებში, რის მაგალითსაც წარმოადგენს ზემოხსენებული ე.წ. "ოსური ბატალიონის" შექმნა", - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებულ რუსეთის საოკუპაციო ჯარის ე.წ. მე-4 სამხედრო ბაზაზე შეიქმნება ე.წ. ოსური ბატალიონი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. ოსური ბატალიონში მიიღებენ ოკუპირებულ რეგიონში მაცხოვრებლებს და მათ ექნებათ რუსეთის არმიაში კონტრაქტით მომსახურე პირების თანაზომადი ფულადი ანაზღაურება.

 

კომენტარები