ამერიკელი რეჟისორი, აბელ ფერერა ფრანგი პოლიტიკოსის, ეკონომისტის და მოსამართლის, დომინიკ სტროს-კანის შესახებ ფილმს გადაიღებს.
სტროს-კანის კარიერა სკანდარად დასრულდა, მას შემდეგ რაც სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს, მის როლს ფილმში ფრანგი მსახიობი, ჟერად დეპარდიე ითამაშებს.
ფილმს სექსის და პოლიტიკის შესახებ საფრანგეთში, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში გადაიღებენ. ქალის მთავარ როლს, დომინიკ სტროს-კანის მეუღლეს, ანე სინკლერს კი იზაბელ აჯანი განასახიერებს.
ჯერჯერობით დეპარდიეს და აჯანის განცხადება ახალ პროექტთან დაკავშირებით არ გაუკეთებიათ.
სცენარი უკვე მზად არის, ფილმი მდიდარ და ძალაუფლების მქონე ხალხზე იქნება და ვერავინ ამიკრძალავს ამაზე საუბარს, განაცხადა აბელ ფერერამ.
ფერერამ სახელი ფილმით „Bad Lieutenant“ გაითქვა, რომელიც ეკრანზე 1992 წელს გამოვიდა, მასში მთავარ როლს, კორუმპირებულ პოლიციელს ნიუ-იორკიდან, ჰარვი კეიტელი ასრულებს.




