გოეთეს ინსტიტუტი

ფილმის ჩვენება გოეთეს ინსტიტუტში

დღეს, 3 თებერვალს, 18:00 საათზე, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის კინოკლუბში, გაიმართება ფატიჰ აკინის ფილმის „Gegen die wand” (თავი ახალე კედელს) ჩვენება.

გოეთეს ინსტიტუტის კინოარქივში დაცული საუკეთესო გერმანული ფილმების ჩვენება 2011 წლის შემოდგომიდან მიმდინარეობს, „Gegen die wand”-ის ჩვენება გერმანულ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით გაიმართება.

ფილმი 2004 წელს გამოვიდა ეკრანებზე, მისი რეჟისორი ეთნიკურად თურქი, გერმანიაში მოღვაწე რეჟისორი ფატიჰ აკინია, რომელმაც ზემოთ ხსენებული ფილმისთვის 9 ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ბერლინალეს საერთაშორისო ფესტივალზე, 2004 წელს ოქროს დათვი საუკეთესო ფილმისთვის, ასევე ევროპის კინო ფესტივალზე გაიმარჯვა საუკეთესო ფილმის კატეგორიაში და დაიმსახურა აუდიტორიის ჯილდო.

„Gegen die wand”-ში მთავარ როლებს სიბელ კეკილი და ბიროლ უნელი ასრულებენ.

 ფილმზე დასწრება თავისუფალია.

 

კომენტარები