შოუბიზნესი

დემი მური საავადმყოფოში მოათავსეს. პარადიმ ჭორები უარჰყო

დემი მური დაუძლურების გამო საავადმყოფოში მოათავსეს. მსახიობი კლინიკაში სასწრაფო დახმარების გამოძახების შემდეგ გადაიყვანეს.

დემი მური მეუღლეს, მსახიობ ეშტონ კაჩერს ნოემბერში გაეყარა. როდესაც მური საავადმყოფოში მოათავსეს, კაჩერი ბრაზილიაში, ფოტოსესიაზე იმყოფებოდა.

ფრანგულ სატელევიზიო შოუში ვანესა პარადიმ უარჰყო ჭორები მისი და ჯონი დეპის ოჯახის დანგრევის შესახებ.

მსახიობის და მომღერლის განცხადებით, ჭორებს შეუძლია ზიანი მიაყენოს მის შვილებს და ოჯახის წევრებს.

წყვილის დაშორების შესახებ ინფორმაცია „Us Weekly“-ში გამოქვეყნდა.

 

ბერძენი რეჟისორი თეო ანგელოპოლუსი გარდაიცვალა 77 წლის ასაკში ათენში, სამშაბათს, 24 იანვარს.

რეჟისორი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა, მას შემდეგ რაც გადასაღებ მოედანზე მოტოციკლეტი დაეჯახა.

ანგელოპოლუსს კანის კინოფესტივალზე ფილმისთვის „Eternity and a Day“ ოქროს პალმის რტო გადაეცა, ასევე მოპოვებული აქვს კანის ჟიურის გრანპრი „Ulysses' Gaze“-სთვის.

ჰოლივუდის მსახიობი ჯეიმს ფარენტინო გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო გარდაიცვალა 25 იანვარს 73 წლის ასაკში.

ოქროს გლობუსის მფლობელმა მსახიობმა სახელი სატელევიზიო სერიალებით გაითქვა, ფარენტინო მონაწილეობას იღებდა სერიალებში „Dynasty“, „Melrose Place“, და „ER“.

ჯეფრი რაში დაასახელეს წლის ავსტრალიელად, მისი ხელოვნებისადმი გადმოკიდებულების გამო.

რაში პირველი ავსტრალიელი მსახიობია რომელმაც ოსკარი მიიღო 1997 წელს ფილმისთვის „Shine“.

რაში ასევე მონაწილეობს ფილმებში „The King's Speech“ და „Shakespeare in Love“.

 

კომენტარები