შოუბიზნესი

ჰაიდი კლუმი მეუღლეს ეყრება. არეტა ფრანკლინმა ქორწილი გააუქმა

ჰაიდი კლუმი და სილი 7 წლიანი ქორწინების შემდეგ ეყრებიან.
„People Magazine“-ის მიხედვით მიზეზად წყვილის კარიერა და დროის უქონლობა სახელდება.
სუპერმოდელი და გრემის მფლობელი მომღერალი 2005 წელს დაქორწინდნენ და ერთად 4 ბავშვს ზრდიდნენ.

ტრესი მორგანი თავს უკეთ გრძნობს, მას შემდეგ რაც სანდენსის კინო ფესტივალზე შეუძლოდ გახდა.
მორგანი საავადმყოფოში დაჯილდოების ცერემონიიდან წაიყვანეს, სადაც მსახიობმა გონება დაკარგა, ტრესი მორგანის თქმით ყოველივე ეს გადაღლილობამ გამოიწვია.

არეტა ფრანკლინმა ქორწილი გააუქმა. მომღერალმა მიზეზად მოვლენების სწრაფი განვითარება დაასახელა.
ფრანკლინმა და ვილი ვილკერსონმა ნიშნობა ახალი წლის დღეებში გამოაცხადეს, წყვილი ერთმანეთს 1987 წლიდან ხვდება.

სპაიკ ლიმ სანდენსის ფესტივალზე გაკეთებული განცხადებებისთვის ბოდიში მოიხადა, სადაც მან განაცხადა, რომ ჰოლივუდმა არაფერი იცის შავკანიანიანების შესახებ.

კომენტარები