რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

პროხოროვი: რუსეთმა უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობა საქართველოსთან

რუსი ბიზნესმენის  და პრეზიდენტობის კანდიდატის  მიხაილ პროხოროვის აზრით,  რუსეთს სხვა საგარეო პოლიტიკა სჭირდება.

ერთ-ერთი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში  პროხოროვმა განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკას არ  უნდა  განსაზღვრავდეს პირადი წყენის ფაქტორი და დასძინა, რომ რუსეთმა უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობა საქართველოსთან.

” თუკი ქვეყანას სურს იყოს ლიდერი თანამედროვე მსოფლიოში, მაშინ მან უნდა ილაპარაკოს გონივრული კომპრომისების ენით, რაგინდ  რთული არ უნდა იყოს ეს. საჭიროა წყენის გვერდზე გადადება.  ეს თუ გამოგვივა, ურთიერთობა საქართველოსთან სწრაფად მოწესრიგდება”. - აღნიშნა პროხოროვმა. მისი თქმით , ”აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხი რთულია ” და საჭიროა მისი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტა.

კომენტარები