რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

საგარეო უწყება რუსეთისგან ქართველი პოლიციელის გათავისუფლებას მოითხოვს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს. უწყება "გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის მხრიდან აღნიშნული პროვოკაციული ქმედების გამო, რომელიც მიზნად ისახავს ვითარების დაძაბვას", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს დიპლომატოური უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას მიმართავს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე, რათა აღკვეთილ იქნას რუსეთის მხრიდან ყოველგვარი პროვოკაცია და სიტუაციის დაძაბვის მცდელობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლებმა სოფელ პერევის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი მოგელი ტოლიაშვილი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციითვე, ტოლიაშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო მოხვდა.

კომენტარები