რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი

მოსკოვი თბილისისგან „კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებს“ ელოდება

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოწესრიგების საკითხებში სპეცწარმომადგენლის დანიშვნის ფაქტს გამოეხმაურა. 3 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის კომენტარი გამოქვეყნდა.

მისი განცხადებით, „ზურაბ აბაშიძის საქმიანობასთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზების გაკეთება, ალბათ, უადგილო იქნებოდა. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მას ჩვენთან იცნობენ, ელჩად მუშაობისა და შემდგომი ვიზიტების დროიდან. იგი თავადაც რუსეთს კარგად იცნობს“.

„რასაკვირველია, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ თბილისის განცხადებებს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის სურვილის შესახებ, ასევე შესაბამის საკადრო გადაწყვეტილებებს. მაგრამ, საქართველოს ახალი მთავრობისგან პირველ რიგში კონკრეტულ პრაქტიკულ ნაბიჯებს ველოდებით“, - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

 

კომენტარები