შოუბიზნესი

ლოჰანის სასამართლო, „არტისტი“ BAFTA-ს ნომინანტთა ლიდერი

ლინსი ლოჰანმა მოსამართლისგან შექება დაიმსახურა. მოსამართლის განცხადებით მსახიობის გამოსაცდელი პერიოდი მარტში დასრულდება.

ლოჰანის შემდეგი მოსმენა თებერვალში გაიმართება, მანამდე კი მსახიობმა საზოგადოებრივ სამსახურში 15 დღე უნდა იმსახუროს.

ბრიტანული „ოსკარის“, BAFTA-ს (British Academy Film Awards) ნომინანტთა სია უკვე ცნობილია.

12 ჯილ¬დოს მო¬პო¬ვე¬ბის შან¬სით ”არ¬ტის¬ტი” ლი¬დე¬რობს, მას 11 ნომინაციით ჩამოუვარდება „Tinker Tailor Soldier Spy“.

საუკეთესო ფილმის ნომინაციაზე „არტისტს“ და „Tinker Tailor Soldier Spy“-ს კონკურენციას გაუწევენ „მემკვიდრეები“, „დრაივი“ და „მოსამსახურე“.

რიკი ჯარვაიზი, რომელიც ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიას წელს მესამედ უძღვებოდა, განაცხადა რომ მომავალ წელს აღარ დაიკავებს ამ თანამდებობას.

მსახიობის განცხადებით 69-ე დაჯილდოების ცერემონია, რომელიც 15 იანვარს გაიმართა, მისი ფავორიტია.

ბეტი უაიტმა 90-ე დაბადების დღე აღნიშნა. ვეტერან მსახიობს უამრავი ჯილდო აქვს მიღებული კარიერის მანძილზე, მათ შორის 7 Emmy.

 

კომენტარები