ყაზახეთი

ყაზახეთის პარლამენტში მანდატები სამმა პარტიამ აიღო

ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 15 იანვრის არჩევნების შედეგად 7%-იანი ბარიერის გადალახვა და ახალ პარლამენტში მანდატების მოპოვება სამმა პარტიამ მოახერხა.

წინასწარი შედეგებით, პრეზიდენტ, ნურსულთან ნაზარბაევის Nur Otan-ის პარტიამ ხმათა 80,7%  მიიღო. ბიზნესის მომხრე პარტია Ak Zhol და კომუნისტური სახალხო პარტია კი 7,5%-სა და 7,2%-ს დასჯერდნენ.

კენჭისყრაში მონაწილე დანარჩენმა ოთხმა პარტიამ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა 75%-ს შეადგენდა. ანტისამთავრობო პარტიები ამტკიცებენ, რომ არჩევნები ფართომასშტაბიანი დარღვევებით ჩატარდა. 

კომენტარები