საქართველოს მთავრობა

გიორგი კარბელაშვილი საავადმყოფოში მოათავსეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს  გიორგი კარბელაშვილს  მკურნალობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში უტარდება. ის  საქართველოში გუშინ, სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებულ მეზღვაურებთან ერთად დაბრუნდა და  გუშინვე, საღამოს  შეუძლოდ გახდა. მინისტრის მოადგილე საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით და ციებ-ცხელების ნიშნებით მიიყვანეს. გავრცელებული ცნობებით, კარბელაშვილს უტარდება გამოკვლევები იმ „სპეციფიური დაავადებების“ მიმართ, რომლებიც აფრიკის რეგიონისთვის არის დამახასიათებელი.

გიორგი კარბელაშვილი პრეზიდენტის წარმომადგენლის სტატუსით ხელმძღვანელობდა მეზღვაურების გათავისუფლების პროცესს.

 

კომენტარები