დღეს დილით „მაუწყებლობის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ“ 2011 წლის საუკეთესო ფილმები და მსახიობები დაასახელა.
წლის საუკეთესო ფილმი მიშელ ჰაზანავიჩუსის „არტისტი“ გახდა, თავად ჰაზანავიჩუსი კი საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს. „არტისტის“ გარდა საუკეთესოს წოდებისთვის „დრაივი“, „შთამომავლობა“, „ჰიუგო“, „სიცოცხლის ხე“, „მოსამსახურე“, „საშინლად ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“ „შუაღამე პარიზში“, „Moneyball“, და „საბრძოლო ცხენი“ იბრძოდნენ.
2011 წლის მსახიობ მამაკაცი ჯორჯ ქლუნი გახდა, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ალექსანდრ პეინის ფილმში „შთამომავლობა“. საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო კი ვიოლა დევისმა მიიღო „მოსამსახურეში“ შესრულებული როლისთვის.
მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესოდ შესრულებისთვის კრისტოფერ პლამერი(„დამწყებები“) და ოქტავია სპენსერი(„მოსამსახურე“) დააჯილდოვეს. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის განკუთვნილი ჯილდო ირანულმა ფილმმა, „დაშორება“(„გაყრა“), მოიპოვა. საუკეთესო ექშენ ნამუშევარი „დრაივი“ გახდა, კომედია კი „მეჯვარეები“.
„მაუწყებლობის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ“ აშშ-ში და კანადაში უმსხვილესი ასოციაციაა, რომელიც ტელევიზიის, რადიოსა და ინტერნეტ კრიტიკოსებს აერთიანებს.




