საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გორში იმუშავებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, გორის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
"არ ვიცი, გორია თბილისის გარეუბანი, თუ თბილისი - გორის, ეს საკამათო საკითხია, მაგრამ აუცილებლად გორი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი საქართველოსი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მთავრობა




