ნიკა გილაურმა მთავრობის სხდომაზე 2012 წლის მთავრობის ძირითადი პრიორიტეტები დაასახელა. ჩამონათვალის მიხედვით მთავრობის ნომერ პირველ საზრუნავად კვლავ სოციალური მხარდაჭერის პაკეტი რჩება. "სოციალურ პაკეტში ვგულისხმობ საპენსიო პაკეტის ზრდას მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან. იცით, რომ ახალი კანონმდებლობის მიხედვით ეს პაკეტი 140 ლარამდე იზრდება. მასში შედის როგორც დაზღვევის ვაუჩერი ასევე თანხაც, " - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა . მან განმარტა ისიც , რომ 2012 წლის 1 სექტემბრიდან 0-დან 5 წლამდე ბავშვების სამედიცინო დაზღვევაც მოხდება, ამასთან იანვრის თვეში გაგრძელდება ახალი საავადმყოფოების გახსნა.
საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროდ კვლავ რჩება სოფლის მეურნეობა .




