ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა ახალი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის დასავლეთ, ნავთობით მდიდარ ქალაქ ჟანაოზენში 17 დეკემბერს გამოცხადებული 20-დღიანი საგანგებო მდგომარეობა 31 იანვრამდე გაგრძელდა. წესით საგანგებო მდგომარეობა ქალაქში 5 იანვარს უნდა მოხსნილიყო.
ჟანაოზენში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა. მიზეზი ნავთობის საბადოებზე მომუშავეთა გაფიცვა გახდა. ისინი პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასების გაზრდას ითხოვდნენ. ხელისუფლება კი არეულობის დაწყებაში ,,ხულიგნებს“ ადანაშაულებს.




