ტურიზმი

ტურისტები საქართველოში

2011 წელს საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა შარშანდელთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ვიზიტორთა ყველაზე დიდი რაოდენობა - 645 259 - საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა. ტურისტების ნაკადის მიხედვით, სამეულში შედის აზერბაიჯანი - 643 254 ვიზიტორით და სომხეთი - 627 224 ვიზიტორით. პირველ ათეულში შედიან აშშ, გერმანია, უკრაინა, რუსეთი, ირანი, ყაზახეთი და ისრაელი. ამასთან, ირანიდან და ყაზახეთიდან, ასევე პოლონეთიდან ჩამოსული ტურისტების ნაკადი 2011 წელს დაახლოებით 140%-ით გაიზარდა. ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქალაქები თბილისი, ბათუმი, მცხეთა, ქუთაისი, ლაგოდეხი, გორი, სტეფანწმინდა, სიღნაღი, ქობულეთი და მესტია იყო. 11 თვეში უცხოელმა ტურისტებმა საქართველოში 2.5 მილიარდ დოლარამდე დახარჯეს. წლის ბოლომდე ხელისუფლება ქვეყანაში 3 მილიონი ტურისტის მიღებას ვარაუდობს.

კომენტარები